Taxsee Driver-ის ცოდნის ბაზა

აქ თავმოყრილია პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე და პრაქტიკული რჩევები აპლიკაციაში მუშაობისთვის.

იმისათვის, რომ დაეუფლოთ მუშაობის თავისებურებებს, სწორად დაამყაროთ კომუნიკაცია კლიენტებთან, გაიგოთ როგორ გაზარდოთ თქვენი შემოსავალი და რეიტინგი, დააჭირეთ შესაბამის ღილაკს სასურველ ბლოკზე გადასასვლელად.

მდგომარეობა და ავტოს შეცვლა აპლიკაციაში

ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობა, ძარა და სალონი უნდა უზრუნველყოფდეს მგზავრებისთვის მოხერხებულ, კომფორტულ და უსაფრთხო მგზავრობას. განათების მოწყობილობები, უსაფრთხოების ღვედები და კარების საკეტების მექანიზმი გამართულ მდგომარეობაში უნდა იყოს.

გახსოვდეთ, კლიენტმა შეიძლება დატოვოს ნეგატიური შეფასება, თუ მას არ მოეწონება თქვენი ავტომობილის მდგომარეობა.

ავტომობილის შეცვლა, რომელზეც შეასრულებთ შეკვეთებს, შეიძლება Taxsee Driver-ის მეშვეობით. ამისათვის საჭიროა პროფილში სიიდან წვდომადი ავტომობილის არჩევა.

ამ სიაში ავტომობილის დამატება შეიძლება სამი მეთოდით.

  1. აპლიკაციის მენიუში აირჩიეთ «პროფილის ჩვენება» → «ავტომობილი» → «ავტომობილის დამატება». შეავსეთ ველები და დააჭირეთ «შექმნა».
  2. პირად კაბინეტში, ნაწილში «პროფილი», აირჩიეთ «ავტომობილის შექმნა».
  3. პირად კაბინეტში, ნაწილში «უკუკავშირი», მიუთითეთ თემის და ტიპის შესაბამისი შეტყობინება. დაწერეთ ავტომობილის მარკა, სახელმწიფო ნომერი, ფერი და გამოშვების წელი.

Taxsee Driver-ში მოვა შეტყობინება ფოტოკონტროლის შესახებ.

სიიდან ავტომობილის წაშლა შეიძლება ორი მეთოდით:

  1. პირად კაბინეტის ნაწილში «პროფილი» დააჭირეთ ნიშანს საჭირო ავტოს პირდაპირ.
  2. აპლიკაციის მენიუში დააჭირეთ «ღილაკის ჩვენება». ნაწილში «ავტომობილი» აირჩიეთ საჭირო ავტო და დააჭირეთ ჯვარს.

ურთიერთობა

როდესაც კლიენტი ჩაჯდება ავტომობილში, მიესალმეთ მას და დააზუსტეთ მგზავრობის მარშრუტი. ამის შემდეგ დააჭირეთ ღილაკს "წავედით" და დაიწყეთ მოძრაობა.

ნუ მოახვევთ თქვენს თავს კლიენტს საუბრით. იმ შემთხვევაში, თუ მგზავრი პირველი დაიწყებს ლაპარაკს, თქვენც ჩაერთეთ, იყავით თავაზიანი.

კონფლიქტურ კლიენტთან საუბრის დროს გამოიჩინეთ მოთმინება, შეინარჩუნეთ სიმშვიდე, შეეცადეთ იპოვოთ კომპრომისი.

მგზავრობის დასრულების შემდეგ კლიენტს შეუძლია მისი შეფასება. კარგი შეფასება ხშირად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად მეგობრული და თავაზიანი იყავით.

შეკვეთების განაწილება

შეკვეთები ნაწილდება ავტომატურად სისტემის მიერ, მენეჯერებისა და ოპერატორების მონაწილეობის გარეშე.

შეკვეთების მიღება შეიძლება AUTO-ს, შეთავაზების ან მოთხოვნის მეშვეობით. სისტემა განსაზღვრავს შესაფერის მძღოლს მრავალი ფაქტორის მიხედვით. მათ შორის არის:

  • მანძილი მძღოლსა და მიწოდების მისამართს შორის;

  • პრიორიტეტი-ის ქონა;

  • სტატუსი: თავისუფალ მძღოლს აქვს უპირატესობა შეკვეთის შესრულებით დაკავებულ მძღოლთან შედარებით;

  • რეიტინგი;

  • ავტომობილის კლასი და მდგომარეობა: რაც უფრო კარგია ავტომობილი, მით უფრო მეტია უპირატესობა;

  • ავტომობილის შესაბამისობა მგზავრის სურვილთან: მაგალითად, სისტემა მოძებნის კონდენციონერის მქონე მანქანას, თუ ეს მონიშნა კლიენტმა შეკვეთაში.

ორგანიზაცია ცდილობს განახორციელოს ავტომობილის სწრაფი მიწოდება და მომსახურების მაღალი დონე. შეკვეთების განაწილებაზე გავლენას ახდენს პრიორიტეტის მიღება, რეიტინგის აწევა და ავტომობილის მდგომარეობის გაუმჯობესება.

შეკვეთის ავტოდანიშვნა

ავტოდანიშვნის რეჟიმი გაძლევთ საშუალებას ავტომატურად მიიღოთ უახლოესი შეკვეთები კლიენტის დამატებითი სურვილების გარეშე. ავტოდანიშვნა მუშაობს მხოლოდ ჩართული GPS-ით.

არ თქვათ უარი ავტომატურად დანიშნულ შეკვეთებზე. ისინი ახლოს არიან და არ შეიცავენ კლიენტის დამატებით სურვილებს. ასეთი შეკვეთების შესრულებით თქვენ დაზოგავთ საწვავს და დროს, შეამცირებთ ცარიელ გარბენს.

საკომისიო ასეთ შეკვეთებზე, როგორც წესი, ყველაზე დაბალია.

შეკვეთის შეთავაზება

სისტემამ შეიძლება შემოგთავაზოთ უახლოესი შეკვეთები, ამიტომ არ არის საჭირო დროის ხარჯვა მათი სიიდან არჩევაზე.

საკომისიო ასეთ შეკვეთებზე, როგორც წესი, დაბალია. შეთავაზების მეშვეობით გაგზავნილი მოთხოვნები, უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე დამოუკიდებლად არჩეული შეკვეთები.

წინასწარი შეკვეთები

შეკვეთები გარკვეული დროით მდებარეობს ჩანართში «წინასწარი». თქვენ შეგიძლიათ გააგზავნოთ მოთხოვნა არჩეულ შეკვეთაზე და დაელოდოთ შეტყობინებას დანიშვნის შესახებ. დანიშნული წინასწარი შეკვეთების ნახვა შეიძლება ჩანართში «ჩემი წინასწარი».

დანიშნული დროის მოახლოებისას მოგივათ შეტყობინება იმის შესახებ, რომ საჭიროა კლიენტთან გამგზავრება ან ან შეკვეთაზე უარის თქმა. თუ დააიგნორირებთ შეტყობინებას, დაგირეკავთ ავტოინფორმატორი ხელმეორე შეთავაზებით. თუ ავტოინფორმატორი ვერ დაგიკავშირდებათ ან ზარის შემდეგ არავითარი მოქმედება არ მოხდება, შეკვეთა 2 წუთის შემდეგ მოიხსნება ავტომატურად.

თუ იძულებული ხართ უარი თქვათ წინასწარ შეკვეთაზე, გააკეთეთ ეს არანაკლებ 30 წუთით ადრე კლიენტის მიერ დანიშნულ დრომდე. სხვაგვარად სხვა მძღოლმა შეიძლება ვერ მოასწროს შეკვეთაზე დანიშვნა, რაც გამოიწვევს კლიენტის ნეგატიურ შეფასებას, დარღვევას და რეიტინგის დაწევას.

საკომისიო ასეთ შეკვეთებზე, როგორც წესი, უფრო დაბალია, ვიდრე მიმდინარე დროისთვის მოთხოვნილ შეკვეთებზე.

ჯაჭვით შესრულება

შეგიძლიათ შეასრულოთ შეკვეთები ერთიმეორეს მიყოლებით. მგზავრთან ერთად მგზავრობის დროს თქვენთვის შეიძლება შემოთავაზებულ იქნეს შემდეგი შეკვეთა, რომლის საწყისი მისამართი მდებარეობს შესრულებადი შეკვეთის საბოლოო მისამართთან ახლოს. თუ მზად ხართ შეასრულოთ შეკვეთა ჯაჭვური მეთოდით, დააჭირეთ "დადასტურებას". დანიშვნის დადასტურება საჭიროა ყოველ 5 წუთში მიმდინარე მგზავრობის დასრულებამდე.

თქვენ შეგიძლიათ დამოუკიდებლად აირჩიოთ შემდეგი შეკვეთა «ჯაჭვისთვის». შეკვეთა უქმდება ავტომატურად, თუ არ დაიწყებთ მის შესრულებას დანიშვნიდან 15 წუთის განმავლობაში.

"შეკვეთების ჯაჭვი" დაგეხმარებათ შეკვეთებს შორის მოცდენის დროის მაქსიმალურად შემცირებაში, რაც შემოსავლის გაზრდას ნიშნავს.

შეკვეთებთან მუშაობა

ყველაზე დიდი რაოდენობის შეკვეთები შემოდის პიკის საათებში (07:00-10:00 და 17:00-20:00). რაც უფრო მეტია შეკვეთები, მით უფრო მეტია შემოსავალი.

დროულად შეცვალეთ სტატუსები «ადგილზე», «წავედით», «დასრულება».

აირჩიეთ "ადგილზე" მხოლოდ ავტომობილის მიწოდების ადგილზე მისვლის შემდეგ. ნაადრევმა შეტყობინებამ შეიძლება გამოიწვიოს კონფლიქტი, რადგან კლიენტები ხშირად ადევნებენ თვალ-ყურს შეკვეთაზე დანიშნული ავტომობილის მოძრაობას რუკაზე.

როდესაც კლიენტი ჩაჯდება ავტომობილში, მიესალმეთ და დააზუსტეთ მგზავრობის დეტალები. დარწმუნდით, რომ შეკვეთაში მითითებულია სწორი მისამართები. თუ არის შეცდომა — გააფრთხილეთ მგზავრი, რომ ღირებულება შეიცვლება, და შეასწორეთ შეკვეთა აპლიკაციაში. ამის შემდეგ დააჭირეთ ღილაკს «წავედით!» და დაიწყეთ მოძრაობა.

როდესაც მგზავრს მიიყვანთ საბოლოო მისამართზე და მიიღებთ გადახდილ თანხას, დააჭირეთ "დასრულებას". არ დახუროთ შეკვეთა ადრე: ეს დაგეხმარებათ იმაში, რომ თავიდან აიცილოთ უთანხმოება იმ შემთხვევაში, თუ მგზავრი მოგთხოვთ მგზავრობის გაგრძელებას.

თუ მგზავრობა ფაქტობრივად დასრულებულია, მაგრამ თქვენ ის არ დაგისრულებიათ აპლიკაციაში, მომდევნო შეკვეთა დამუშავებული იქნება მძღოლების მოთხოვნების შემდეგ სტატუსებში "თავისუფალი" და "არ დაინიშნოს". კორექტული სტატუსის დაყენებამდე შეკვეთები ავტომატურად არ დაინიშნება.

შეკვეთებს, რომლებშიც არ არის მითითებული ზუსტი საწყისი მისამართი, ეწოდებათ «გაუფორმებელი» შეკვეთები. მათ შესრულებამდე დაუკავშირდით კლიენტს, დააზუსტეთ მისი ადგილმდებარეობა და მარშრუტის რედაქტორში მიუთითეთ საწყისი მისამართი.

კლიენტს შეუძლია «გაუფორმებელი» შეკვეთის შექმნა ავტომოპასუხეზე მარშრუტის შესახებ ინფორმაციის დატოვების გზით. მოუსმინეთ ამ ინფორმაციას და მიუთითეთ იგი მარშრუტის რედაქტორში.

თუ საწყისი მისამართიდან შორს იმყოფებით, დაურეკეთ კლიენტს: შეატყობინეთ, რომ გამოხვედით და დააზუსტეთ საწყისი მისამართი. ზარი უფასოა. საუბარი შეგიძლიათ ასე დაიწყოთ: "გამარჯობათ. მე ტაქსის გამოძახების სერვის "მაქსიმის" მძღოლი ვარ. გამოვედი შეკვეთაზე. თქვენ იმყოფებით {მიწოდების მისამართი}? შეგიძლიათ ცოტა ხნით დამელოდოთ?"

კლიენტი დარწმუნებული იქნება, რომ მის შეკვეთას ასრულებენ, ეს კი ნიშნავს იმას, რომ გაუქმებისა და ცრუ გარბენის ალბათობა შემცირდება.

დახურული შეკვეთის შესრულების გაგრძელება

შეიძლება შეკვეთის დაბრუნება მუშაობაში, თუ ის შეცდომით არის გაუქმებული, ან თუ დასრულების შემდეგ კლიენტმა გადაწყვიტა მგზავრობის გაგრძელება.

შედით: შეკვეთები → ჩემი შესრულებულები → აირჩიეთ საჭირო შეკვეთა → მოქმედება → შესრულების გაგრძელება. შისტემა შექმნის შეკვეთას მისამართით, საიდანაც საჭიროა კლიენტის წაყვანა.

დააზუსტეთ მგზავრობის მარშრუტი, შეიტანეთ ცვლილებები, თუ არის საჭირო, და შეასრულეთ შეკვეთა.

ლოდინი

მიმდინარე დროისთვის შეკვეთის შესრულებისას უფასო ლოდინის ტაიმერი ამუშავდება მხოლოდ მიწოდების მისამართზე თქვენი მისვლის შესახებ კლიენტის შეტყობინების შემდეგ.

წინასწარი შეკვეთის შესრულებისას უფასო ლოდინი დაიწყება კლიენტის შეტყობინებისა და მის მიერ დანიშნული დროის დადგომის შემდეგ.

ფასიანი ლოდინის დროის სწორად გათვალისწინებისთვის, გამოიყენეთ ფუნქცია "ლოდინის დაწყება".

თუ კლიენტი უარს ამბობს ლოდინის ანაზღაურებაზე, დაუთმეთ მას. არ შექმნათ კონფლიქტური სიტუაცია.

დანამატები

დანამატების ნიშნებით აღინიშნება დამატებები შეკვეთაზე. დანამატის სახელწოდებისა და თანხის ნახვისთვის დააჭირეთ ნიშანზე.

როცა კლიენტი გამოვიდა ცხოველით ან ბარგით, ხოლო დანამატი არ არის მითითებული, შეათანხმეთ მგზავრთან დანამატის დამატება და შეცვალეთ შეკვეთა. ოპერატორთან მიმართვა დაწევს რეიტინგს.

თუ კლიენტი უარს ამბობს დანამატის ანაზღაურებაზე, დაუთმეთ მას. არ შექმნათ კონფლიქტური სიტუაცია.

გირჩევთ იქონიოთ ავტომობილში ბავშვის სავარძელი, კაბელები ძრავის ამუშავებისთვის და თოკი — ასე თქვენ შეძლებთ მეტი შეკვეთების შესრულებას, რაც ნიშნავს, რომ მიიღებთ მეტ შემოსავალს.

7 წლამდე ბავშვებთან ერთად

საგზაო მოძრაობის წესების თანახმად 3 წლამდე ბავშვების გადაყვანა საჭიროა ავტოსავარძელში.

ბარგით

მგზავრის ხელბარგი (პაკეტები, საშუალო ზომების ყუთი, პატარა ჩემოდანი და ა.შ.), რომელიც არ უშლის ხელს ავტომობილის მართვას, არ წარმოადგენს ბარგს.

მორალური და ეთიკური წესებიდან გამომდინარე, არ ღირს "ბარგის" მითითება, თუ კლიენტს გადააქვს თავისი ორთოპედიული საშუალებები: ყავარჯნები, ინვალიდის ეტლი და სხვა.

არაგაბარიტული ტვირთი

არაგაბარიტელი ბარგის გადაზიდვა (სკამები, თხილამურები, სარეცხი მანქანა და ა.შ.) მსუბუქი ავტომობილით. შეკვეთაზე გასვლამდე გირჩევთ დააზუსტოთ კლიენტთან ბარგის ზომები.

ცხოველით

პატარა ზომის ცხოველის გადაყვანისას, რომელიც თავსდება ხელებზე, შეგიძლიათ არ მიუთითოთ დამატი.

კლიენტის დახმარება

როცა დახმარების სახეობის შესახებ ინფორმაცია შეკვეთაში არ არის მითითებული, დაუკავშირდით კლიენტს აპლიკაციის მეშვეობით და დააზუსტეთ.

თუ კლიენტი გთხოვთ რამის ყიდვას, გირჩევთ წინასწარ აიღოთ მისგან ფული, შეიძინოთ საჭირო ნივთები ან პროდუქტები და მიიტანოთ საჭირო მისამართზე. აიღეთ სალაროს ჩეკი ღირებულების დადასტურებისთვის.

ძრავის ამუშავება აკუმულატორით ან ბუქსირით

როცა ძრავის გაშვებისთვის კაბელებისა და თოკის შესახებ ინფორმაცია არ არის მითითებული, დაუკავშირდით კლიენტს და დააზუსტეთ.

კლიენტი ანაზღაურებს შეკვეთას, მაშინაც კი, თუ ძრავის გაშვება ვერ მოხერხდა.

ლოდინი წუთებში

დროის სწორი დაანგარიშებისთვის ჩანართში «მოქმედებები» დააჭირეთ «ლოდინის დაწყებას». აიკონში გამოისახება ფასიანი წუთების რაოდენობა, რომელთა ფასი დამატებულია შეკვეთის ღირებულებაში.

ავტოს ბუქსირება, კმ

როცა ავტომობილის მარკისა და თოკის ქონის შესახებ ინფორმაცია არ არის მითითებული, დაუკავშირდით კლიენტს და დააზუსტეთ.

კლიენტის ვალი

ვალის ნაწილი დამატებულია შეკვეთის ღირებულებაში. მგზავრობის დასრულებისას ის ჩამოიწერება ბალანსიდან და გადარიცხული იქნება მძღოლის ანგარიშზე, რომლის ვალიც აქვს კლიენტს.

პარტნიორის ქეშბექი (თანხა)

სერვისის პარტნიორის დაწინაურება (რესტორანს, აბანოს, მაღაზიას და ა. შ.) შეკვეთის შექმნისთვის. ქეშბექი შეადგენს მგზავრობის ღირებულების 10%-ს. ჩვეულებრივ შეკვეთებთან შედარებით ასეთი შეკვეთები უფრო ხელსაყრელია: მათი ფასი თავიდანვე გაზრდილია 15%-ით.

შეკვეთის შესრულება გაზრდის რეიტინგს

სერვისის პრიორიტეტული შეკვეთები, რომლების შესრულება რეიტინგზე დადებითათ იმოქმედებს.

მუდმივი შემკვეთი

სერვისის მუდმივი მომხმარებლების შეკვეთები. ასეთი შეკვეთის გაუქმების ალბათობა მინიმალურია.

ფასი გაზრდილია (თანხით)

დანამატი ავტომობილის სწრაფი მიწოდებისთვის. გირჩევთ აიღოთ შეკვეთა, თუ შეგიძლიათ მიწოდების მისამართზე სწრაფად მისვლა.

ტრაფარეტით დახვედრა

კლიენტს უნდა დახვდეთ ტრაფარეტით, სადაც მითითებული იქნება მისი სახელი, გვარი, მამის სახელი. ტრანსპორანტის გაკეთება საჭიროა დამოუკიდებლად.

ხურდა (თანხიდან)

კლიენტები ხშირად ითხოვენ ხურდა ფულს. გირჩევთ, ცვლაში გასვლისას თან იქონიოთ წვრილი ფული. თუ საკმარისი რაოდენობის ნაღდი ფული არ გაქვთ, დარჩენილი თანხა შეგიძლიათ გადაურიცხოთ პირადი ანგარიშიდან.

ჩაის ფული

შეკვეთის ღირებულება გაზრდილია ჩაის ფულის ოდენობით.

ფასის შეთავაზება

შეგიძლიათ აირჩიოთ რეკომენდირებული ფასი ან შესთავაზოთ თავისი. მიუთითეთ გონივრული ფასი, რადგან ღირებულების დაუსაბუთებელი გაზრდა გამოიწვევს მგავრების უკმაყოფილებას. თუ მგზავრი თანახმაა შეთავაზებულ ფასზე - აუცილებლად შეასრულეთ შეკვეთა.

გამოძახება ოპერატორის მეშვეობით

ოპერატორის მეშვეობით შექმნილი შეკვეთები, კლიენტებისთვის უფრო ძვირია - მათი ფასი გაზრდილია.

ეს თანხა არ წარმოადგენს თქვენს შემოსავალს და ჩამოიწერება პირადი ანგარიშის ბალანსიდან კონტაქტ-ცენტრის სასარგებლოდ. დადებითი ბალანსის შესანარჩუნებლად შეასრულეთ შეკვეთები უნაღდო ანგარიშსწორებით და წინასწარ შეავსეთ პირადი ანგარიშის ბალანსი.

ფულადი სახსრების მოძრაობის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის ნახვა შეიძლება მძღოლის პირად კაბინეტში: ნაწილი «მხარდაჭერა» - მძღოლის პირადი კაბინეტი - ანგარიშები - ანგარიშზე ფულადი სახსრების მოძრაობა.

კორპორატიული კლიენტი. უნაღდო გადახდის გარანტია

შეკვეთები ორგანიზაციებისგან, რომლებმაც დადეს სერვისთან ხელშეკრულება პერსონალის ან კლიენტების კორპორატიულ გადაყვანებზე. ფული ასეთ შეკვეთებზე ირიცხება პირად ანგარიშზე. მგზავრს არ შეუძლია გადახდის მეთოდის შეცვლა, რადგან ხელშეკრულების თანახმად მგზავრობების საფასური წინასწარ არის შეტანილი.

რეისის/მატარებლის ნომერი

წინასწარ შეკვეთაში შეიძლება მითითებული იყოს რეისის ნომერი:

თვითმფრინავის ჩამოფრენამდე კავშირი შეიძლება არ იყოს და შემკვეთმა ვერ შეძლოს შეტყობინება შეხვედრის ზუსტი დროის შესახებ.

ჩამოფრენის დროის შესახებ ინფორმაციის დაზუსტება შეიძლება საიტებზე აეროპორტების ონლაინ-ტაბლოთი. მაგალითად, შეიყვანეთ ბრაუზერის ძებნის სტრიქონში: «ჩამოფრენის ტაბლო მიუნხენი SU123».

თვითმფრინავის ჩამოფრენის ხანგრძლივი დაყოვნების შემთხვევაში შეგიძლიათ უარი თქვათ შეკვეთაზე რეიტინგის დაწევის გარეშე.

მნიშვნელოვანია! რეისის დაყოვნებისას მგზავრებმა არ უნდა გადაიხადონ ლოდინი, რომელიც მათზე არ არის დამოკიდებული. ფასიანი ლოდინის დამატება შეიძლება დამოუკიდებლად, რეისის ჩამოფრენის შემდეგ მგზავრებთან შეთანხმებით.

ანალოგიურად მუშაობს დანამატი «მატარებლის ნომერი». შეკვეთაში გამოისახება ასეთი აიკონი:

მარშრუტის ცვლილება

მგზავრობის დროს კლიენტმა შეიძლება გთხოვოთ სადმე შევლა ან საბოლოო მისამართის შეცვლა. ფასის კორექტული დაანგარიშებისთვის შეცვალეთ მარშრუტი დამოუკიდებლად მარშრუტის რედაქტორში. ოპერატორთან მიმართვა გამოიწვევს რეიტინგის დაწევას.

მგზავრობების გადახდა

მგზავრობა ხორციელდება ტაქსის გამოძახების სერვისს, მძღოლსა და კლიენტს შორის შეთანხმების საფუძველზე. ამიტომ მგზავრობის ფასი ცნობილი უნდა იყოს ყველა მონაწილისათვის.

შეკვეთის დასრულებისას მიუთითეთ მთლიანი თანხა, რომელიც მგზავრობისთვის გადაიხადა კლიენტმა — ასე თქვენ თავიდან აიცილებთ ნეგატიურ შედეგებს.

თუ კლიენტმა არ გადაიხადა, გააუქმეთ შეკვეთა ტიპით "კლიენტმა არ გადაიხადა". ტელეფონის ნომერზე, რომლიდანაც გაკეთდა შეკვეთა, მიმაგრებული იქნება ვალი და, მისი დაფარვის შემთხვევაში, თანხა თქვენი ლოგინის ბალანსზე ჩაირიცხება.

თუ კლიენტს არ ჰყოფნის ფული მგზავრობის ანაზღაურებისთვის, ეს თანხა კი უმნიშვნელოა, დახურეთ შეკვეთა სრული ღირებულებით. არ ღირს კონფლიქტური სიტუაციის შექმნა.

რეიტინგი

რეიტინგი — თქვენი მუშაობის ხარისხის მაჩვენებელია. ის გავლენას ახდენს მძღოლებს შორის შეკვეთების განაწილებაზე და თქვენს შემოსავალზე. რაც უფრო მაღალია რეიტინგი, მით უფრო მეტ შეკვეთებს იღებთ.

რეიტინგის მაქსიმალური მნიშვნელობა — 0,99.

რეიტინგი ანგარიშდება ყოველდღიურად. მხედველობაში მიიღება 30-დან 100-მდე შეკვეთა, რომლებმაც დადებითი ან უარყოფითი გავლენა მოახდინეს რეიტინგზე:

  1. თუ მათი რიცხვი 30-ზე ნაკლებია, რეიტინგი არ დაანგარიშდება;
  2. თუ 30-ზე მეტია, ხოლო 100-ზე ნაკლები - გათვალისწინდება სუყველა;
  3. თუ 100-ზე მეტია, მაშინ მომდევნო გადაანგარიშებისას, ახალი შეკვეთები «შეცვლიან» დაანგარიშებიდან იმავე რაოდენობის ძველ შეკვეთებს.

რეიტინგზე დადებითად მოქმედებს:

  1. შესრულებული შეკვეთების საერთო რაოდენობა. რაც მეტია, მით მეტია რეიტინგი;
  2. შესრულებული შეკვეთები, რომლებიც დაინიშნა ავტომატურად;
  3. შეკვეთები, რომლებიც შესრულდა ოპერატორთან მიმართვის გარეშე;
  4. შეკვეთები, შესრულებული პიკის საათებში 07:00-დან 10:00-მდე და 17:00-დან 20:00-მდე;
  5. შესრულებული წინასწარი შეკვეთები;
  6. შესრულებული შეკვეთები, მონიშნულები ვარსკვლავით.

რეიტინგზე უარყოფითად მოქმედებს:

  1. ავტომატურად დანიშნული უარყოფილი შეკვეთები;
  2. წინასწარ შეკვეთებზე უარის თქმა დანიშნულ დრომდე 20 წუთზე ნაკლებ დროში;
  3. უარი სიიდან ან შეთავაზების მეშვეობით მოთხოვნილ დანიშნულ შეკვეთებზე;
  4. კავშირი ოპერატორთან. Taxsee Driver იძლევა საკითხების გადაწყვეტის შესაძლებლობას ოპერატორთან მიმართვის გარეშე;
  5. კლიენტისთვის არახარისხიანი მომსახურების გაწევა. შეკვეთის დასრულების შემდეგ კლიენტს სთხოვენ მგზავრობის შეფასებას. უარყოფითი შეფასებები ნეგატიურად აისახება მძღოლის რეიტინგზე;
  6. სერვისის მუშაობის წესების დარღვევა.

რეიტინგი ანგარიშდება ავტომატურად, ტაქსის გამოძახების სერვისის თანამშრომლების მონაწილეობის გარეშე. რეიტინგზე გავლენის მოხდენა შეგიძლიათ მხოლოდ თქვენ, შეკვეთების ხარისხიანად შესრულების გზით.

რეიტინგის დაანგარიშება შეიძლება რეიტინგის კალკულატორის მეშვეობით. ის ხელმისაწვდომია მძღოლის პირად კაბინეტში საიტზე https://driver.taxsee.com/

საეჭვო შეკვეთა

ზოგჯერ თაღლითები მოტყუების გზით ცდილობენ საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენონ მძღოლები.

თაღლითების ამოცნობა შეიძლება, თუ ისინი ითხოვენ:

  1. საკუთარი პირადი ტელეფონის ნომრის მიცემას;
  2. ტელეფონის ბალანსის შევსებას;
  3. ვინმესთვის ფულის გადაცემას, წაღებას ან ფულის აღებას სხვა პირებისგან;
  4. SMS-დან დადასტურების კოდის, ბარათის ნომრით ანაზღაურების გადარიცხვის დროს ბარათის უკანა მხრიდან CVV-კოდის შეტყობინებას.

ეჭვის წარმოშობის შემთხვევაში სასწრაფოდ შეატყობინოთ ოფისს ან ოპერატორს. რომ არ გახდეთ თანამონაწილე, არავითარ შემთხვევაში არ უთხრათ კლიენტს თქვენი ტელეფონის ნომერი.

ფულის გადატანა კვალიფიცირდება როგორც დანაშაულის ჩადენაში ხელშეწყობა და იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.

ფოტოკონტროლი

ეს არის ავტომობილის მდგომარეობისა და მძღოლის დოკუმენტების დისტანციური შემოწმება. შეტყობინება ფოტოკონტროლის შესახებ შემოვა Taxsee Driver-ში.

გირჩევთ დროულად გაიაროთ ფოტოკონტროლი. თუ გამოტოვებთ თარიღს, გაიზრდება საკომისიო და გამოირთვება პრიორიტეტი. აპლიკაციაში შეუძლებელი გახდება:

  • კლიენტისთვის ხურდის გადარიცხვა და წინასწარი გადახდა ანგირიშიდან ბარათზე;

  • «კომფორტის» და «ბიზნეს» ტარიფების შეკვეთების შესრულება.

მძღოლები რუსეთიდან ვერ შეძლებენ ვირტუალური ბარათის გაააქტიურებას.

თუ წარმოიშვა პრობლემები ფოტოკონტროლთან დაკავშირებით, დატოვეთ შეტყობინება «უკუკავშირის» მეშვეობით.

როგორი ფოტოსურათებია საჭირო:

  • პორტრეტული ფოტო. გადაიღეთ სურათი როგორც დოკუმენტებზე, მზისგან დამცავი სათვალეებისა და თავსაბურავის გარეშე.

  • ავტომობილი. გადაიღეთ ცალ-ცალკე ავტომობილის წინა და უკანა ნაწილების, მარცხენა და მარჯვენა ბორტების სურათები ისე, რომ ისინი სრულად აღმოჩდნენ კადრში. სახელმწიმო ნომრები და სარეკლამო მასალები (მათი ქონისას) მკაფიოდ უნდა ჩანდნენ.

  • დოკუმენტები. მონაცემები ადვილად უნდა იკითხებოდეს და სრულად ჩანდეს კადრში.

თუ წარმოიშვა პრობლემები ფოტოკონტროლთან დაკავშირებით, დატოვეთ შეტყობინება «უკუკავშირის» მეშვეობით.

დავიწყებული ნივთები

მგზავრობის დასრულებამდე ურჩიეთ მგზავრს შეამოწმოს, დატოვა თუ არა ნივნები, დაათვალიერეთ სალონი.

დავიწყებული ნივთების დასაბრუნებლად შეიძლება კლიენტთან დარეკვა 24 საათის განმავლობაში: ჩანართი «შეკვეთები» → «ჩემი დასრულებულები» → საჭირო მგზავრობა → «მოქმედება».

გირჩევთ მიიტანოთ ნივთები პოლიციაში, თუ კლიენტი არ გპასუხობთ ან გავიდა 24 საათი.

ხურდის გადარიცხვა

ამ ფუნქციის მეშვეობით შეგიძლიათ თქვენი ლოგინის ბალანსიდან გადარიცხოთ ხურდა, თუ არ გაქვთ ხელზე ნაღდი ფული. შეკვეთის დასრულებისას მიუთითეთ სრული თანხა, რომელიც გადაიხადა კლიენტმა. გახსნილ ფანჯარაში აირჩიეთ «მგზავრისთვის ხურდის გადარიცხვა». ასეთი გადარიცხვა დაგეხმარებათ დაზოგოთ დრო და მიიღოთ კარგი შეფასება მგზავრობაზე.

თუ კლიენტს სურს დაგიბრუნოთ წინა მგზავრობების ვალი, ამ ფუნქციის მეშვეობით გადაურიცხეთ მას ის თანხა, რომლის გადახდისთვისაც ის მზადაა. გადარიცხული თანხა ნაწილობრივ ან სრულად დახურავს კლიენტის ვალს.

პირველი დახმარება საგანგებო შემთხვევებში

მგზავრობის დროს კლიენტი შეიძლება ცუდად გახდეს. მიიყვანეთ ის უახლოეს საავადმყოფოში ან გამოიძახეთ და დაელოდეთ სასწრაფო დახმარებას.

თუ მგზავრობის დროს კლიენტს დაეწყო ეპილეფსიის შეტევა, შეასრულეთ შემდეგი მოქმედებები:

  1. გააჩერეთ ავტომობილი;
  2. დააწვინეთ მგზავრი, გადააბრუნეთ გვერდზე, რომ არ გადასცდეს ნერწყვი ან სხვა (პირღებინების შემთხვევაში). არაფერი ჩაუდოთ პირში;
  3. დაელოდეთ, სანამ გაივლის შეტევა.

თუ შეტევა გრძელდება 4-5 წუთზე მეტ ხანს, გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება.

მართვა

შეკვეთის შესრულებისას მართეთ ავტომობილი ფრთხილად, წესებისა და სიჩქარის რეჟიმის დაცვით.

არ დაარღვიოთ საგზაო მოძრაობის წესები, მაშინაც კი, თუ კლიენტი მზად არის გადაიხადოს ჯარიმა, რომელიც შეიძლება დაგეკისროთ.

გამოიჩინეთ მოთმინება და პატივისცემა საგზაო მოძრაობის ყველა მონაწილის მიმართ.

ბალანსი

პირადი ანგარიშის ბალანსი პირდაპირ ზეგავლენას ახდენს უნაღდო ანგარიშსწორებით შექმნილი შეკვეთის მაქსიმალურ ღირებულებაზე. უნაღდო ანგარიშსწორება თქვენ თვითონ შეგიძლიათ მოითხოვოთ.

შეინარჩუნეთ დადებითი ბალანსი და დროულად შეავსეთ ანგარიში ნებისმიერი მოხერხებული მეთოდით:

  1. საბანკო ბარათიდან აპლიკაციაში: Taxsee Driver → ფული → ბალანსის შევსება. მიუთითეთ თანხა და დააჭირეთ «შევსებას»;
  2. გადახდების ტერმინალებში. მისამართების ნახვა შეიძლება აპლიკაციაში: Taxsee Driver → ჩათები → პარტნიორების შეთავაზებები → ანგარიშის შევსება.

პირადი ანგარიშის ნომერი მითითებულია ნაწილებში «სერვისები» და «ანგარიშები და ბარათები».

თუ ნაღდი ანგარიშსწორებით შეკვეთის მოთხოვნისთვის ანგარიშზე თანხა არასაკმარისია, შეგიძლიათ შეასრულოთ შეკვეთები გადახდის ტიპით "ანგარიშზე" - ასე თქვენ შეავსებთ ბალანსს.

პრომოკოდები

აპლიკაცია Taxsee Driver-ის მძღოლის პროფილში შეიძლება იყოს 2 პრომოკოდი:

  1. კლიენტების მოსაზიდად;

    გაუზიარეთ მგზავრებს, მეგობრებსა და ნაცნობებს. ყოველი ახალი მომხმარებელი, რომელიც გაააქტიურებს პრომოკოდს ტაქსის გამოძახების აპლიკაციაში მიიღებს მგზავრობებზე პრემიალურ ფულს და თუ შეასრულებს საჭირო პირობებს, თქვენ მიიღებთ დაწინაურებას, გათვალისწინებული აქციის პირობებით.

  2. მძღოლების მოსაზიდად.

    გაუზიარეთ პოტენციულ მძღოლს. ის შეძლებს ანკეტაში პრომოკოდის მითითებას საიტზე რეგისტრირებისას.

    თქვენ მიიღებთ პირად ანგარიშზე დაწინაურებას, თუ მძღოლი თქვენი პრომოკოდის გამოყენებით დარეგისტრირდება სერვისში და შეასრულებს საჭირო პირობებს.

ბავშვის სავარძელი

3 წლამდე ბავშვის მსუბუქი ავტომობილით გადაყვანისას გამოყენებლ უნდა იქნეს სპეციალური სავარძელი ან დამჭერი მოწყობილობა, რომელიც შეესაბამება ბავშვის სიმაღლესა და წონას. ასევე ნებადართულია 3 წლამდე ბავშვის გადაყვანა მსუბუქი ავტომობილის უკანა სავარძელზე მჯდომი არანაკლებ 16 წლის მგზავრის კალთაში, იმ პირობით, რომ ამ მგზავრს მხოლოდ ეს ბავშვი უზის:

  • 9 თვიდან 4 წლამდე ბავშვებისთვის — ავტოსავარძელი შიდა უსაფრთხოების ღვედებით,
  • 3 წელზე მეტი ასაკის ბავშვებისთვის — წინა სავარძელზე ბავშვის დამჭერი სისტემის გამოყენებით ან უკანა სავარძელზე უსაფრთხოების ღვედებისა და სპეციალური ადაპტერის მეშვეობით.

ბუსტერი განკუთვნილია ბავშვებისთვის, რომელთა სიმაღლე არის 135 სმ-ზე მეტი.

3 წელზე მეტი ასაკის ბავშვების გადაყვანა ნებადართულია წინა სავარძელზე ბავშვის დამჭერი სისტემის გამოყენებით ან უკანა სავარძელზე უსაფრთხოების ღვედებისა და სპეციალური ადაპტერის მეშვეობით.

შეკვეთების მოთხოვნისას ყურადღებით შეამოწმეთ დანამატების აიკონები. თუ არ გაქვთ ბავშვის დამჭერი მოწყობილობა, არ მოითხოვოთ შეკვეთა აიკონით «3 წლამდე ბავშვებთან ერთად». თუ დაყენებულია ავტოსავარძელი, მაგრამ კლიენტს არ სურს მასში ბავშვის გადაყვანა, უარი თქვით შეკვეთაზე, ნუ დააყენებთ ბავშვს რისკის ქვეშ.

ავტოდანიშნულების ფილტრი

ცვლაში ყოფნისას შეიძლება ავტოდანიშვნის ფილტრის ჩართვა. ის მოგცემთ საშუალებას მიიღოთ შეკვეთები არჩეულ ზონებში.

ფილტრის გაააქტიურებისთვის გადადით «შეკვეთებში» , იპოვეთ სია «ზონები» და დააჭირეთ . გააქტიურეთ ფილტრი და აირჩიეთ სასურველი ზონები. შეინახეთ ცვლილებები.

რეკლამა ავტომობილზე

სერვისის რეკლამის მქონე ავტომობილების მძღოლებს აქვთ დაბალი საკომისიო და სარგებლობენ პრიორიტეტით — ერთ-ერთი პირველები ღებულობენ შეკვეთებს.

სრული ბრენდირება იძლევა პრიორიტეტი და ყველაზე დაბალ საკომისიო ყველა შეკვეთაზე. სტიკერები იკვრება კარებებზე, უკანა მინაზე და კაპოტზე. გამოდგება ავტომობილი დაჟანგული, "დაშპაკლული" და სხვა-დასხვა ფერებით გაკრასკული ელემენტების გარეშე. ბამპერები, კარებების სახელურები და სარკეები უნდა იყოს გამართულ მდგომარეობაში. რეკლამა სრულდება მაღალხარისხოვან ბადესტიკერზე და არ აზიანებს ავტომობილის ლაქსაღებავიან საფარს.

სტიკერი მხოლოდ უკანა მინაზე იძლევა შემცირებულ საკომისიოს. გამოდგება ავტომობილი კარგ მდგომარეობაში, ძარის დაზიანების გარეშე.

ბრენდირებაზე განაცხადის დატოვება შეიძლება მძღოლის პირად კაბინეტში, ნაწილში «რეკლამა ავტომობილზე». მგზავრები დიდი ნდობით ჯდებიან რეკლამის მქონე ავტომობილში, და ასეთი მანქანები უფრო შესამჩნევია ნაკადში.

თუ რაიმე მიზეზის გამო მოინდომებთ რეკლამის მოხსნას, მაგალითად ავტომობილის გაყიდვისას, შეატყობინეთ ოფისის თანამშრომლებს, რომლებიც აგიხსნიან მოხსნის მეთოდებს. არასაპატიო მიზეზის გარეშე დადგენილ ვადაზე ადრე სტიკერების მოხსნამ შეიძლება გამოიწვიოს ჯარიმა.

პრიორიტეტის გაცემის პირობები და საკომისიოს ოდენობა შეიძლება შეიცვალოს რეგიონის შესაბამისად.

პრიორიტეტი

სისტემა პირველ რიგში განიხილავს მოთხოვნებს შეკვეთებზე პრიორიტეტის მქონე მძღოლებისგან.

პრიორიტეტი მიეცემათ მძღოლებს, რომლებსაც არ აქვთ უხეში დარღვევები და რომლებმაც განათავსეს რეკლამა ავტომობილზე. ბრენდირებაზე განაცხადის დატოვება შეიძლება მძღოლის პირად კაბინეტში, ნაწილში «რეკლამა ავტომობილზე».

უპირატესობის შეფასება შეიძლება ბრენდირების გარეშე. ამისათვის საჭიროა სატესტო პრიორიტეტის მიღება. ასეთი პრიორიტეტი გაიცემა მხოლოდ ერთხელ და მოქმედებს 7 დღის განმავლობაში. დატოვეთ მიმართვა Taxsee Driver-ში: მხარდაჭერა → უკუკავშირი → + → შეტყობინება ადმინისტრაციისთვის.

პრიორიტეტი მოქმედებს სერვისის მხოლოდ იმ შეკვეთებზე, რომლებიც მან შემოგთავაზათ. შემოთავაზების პირობები შეიძლება შეიცვალოს რეგიონის შესაბამისად.

საკომისიო

ყოველი სერვისი თავად ადგენს საკომისიოს ოდენობას. მაგალითად, «მაქსიმში» და «Taxsee»-ში პროცენტი დამოკიდებულია შეკვეთის მიღების მეთოდზე. დანიშნულია წინასწარ ან ავტომატურად — ყველაზე დაბალი. შეკვეთაზე, რომელიც მიღებულია შეთავაზება-ის მეშვეობით, სიიდან ჯაჭვურით მოთხოვნის მეთოდით — ცოტა უფრო მაღალი.

სერვისის რეკლამის მქონე ავტომობილების მძღოლებს აქვთ დაბალი პროცენტი ყველა შეკვეთაზე, მიღების მეთოდის დამოუკიდებლად.

საკომისიო ჩამოიჭრება ანგარიშიდან ავტომატურად. პროცენტის გაგება შეიძლება, თუ დააჭერთ შეკვეთის ფასზე.

ასეთი პირობები მოქმედებს უმრავლეს ქალაქში, მაგრამ შეიძლება განსხვავდებიდეს სეგიონის შესაბამისად.

დაწვრილებითი ინფორმაცია შემოსავლისა და საკომისიოს შესახებ იხილეთ მძღოლის პირადი კაბინეტის ნაწილში «სტატისტიკა».

ჩათები

ამ ჩანართში განთავსებულია ჩათები და ნაწილი "განცხადებები".

"განცხადებებში" ადმინისტრაცია აქვეყნებს მნიშვნელოვან ინფორმაციას აქციების, მუშაობაში ცვლილებებისა და სიახლეების შესახებ. ადმინისტრაციასთან დაკავშირება - კითხვის დასმა, დახმარების მიღება - შეგიძლიათ ონლაინ, ოფისში მისვლის გარეშე. ამისათვის ისარგებლეთ პირადი კაბინეტით ან უკუკავშირით აპლიკაციაში Taxsee Driver.

მძღოლების ჩათები 3 არხად იყოფა:

  • "საერთო საუბრები" განკუთვნილია ჩათში ურთიერთობისთვის;
  • "საგზაო სიტუაცია" - საცობების, ავარიებისა და მოძრაობის მარშრუტების შესახებ ინფორმაციისათვის;
  • "ძველმანები" - განცხადებები რამის ყიდვა-გაყიდვის შესახებ. ამ ნაწილში აკრძალულია ალკოჰოლისა და ნარკოტიკული ნივთიერებების შესახებ შეტყობინებების განთავსება.

ჩათი კლიენტთან და ოპერატორთან წვდომადია მხოლოდ შეკვეთის შესრულების დროს.

ჩათებში არ შეიძლება:

  • გინების, მათ შორის უცენზურო სიტყვების გამოყენება;
  • ტაქსის სხვა სამსახურების, მომსახურებებისა და ნივთების რეკლამირება;
  • სერვისის წინააღმდეგ პროვოკაციების მოწყობა, საპროტესტო აქციებისაკენ მოწოდება;
  • მთლიანად სერვისისა და ოფისის მუშაობის, ფასების განხილვა და კრიტიკა.

წესების დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს წვდომის შეზღუდვა. ისარგებლეთ ჩათებით კორექტულად, წერეთ ინფორმაცია მხოლოდ მისთვის შესაფერის ნაწილში. იყავით თავაზიანები და არ მიაყენოთ შეურაცყოფა სხვა მონაწილეებს.

ქლინინგი

დასუფთავების სამუშაოს შესასრულებლად რომ წახვალთ, თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი საბუთი, გამოსაცვლელი ფეხსაცმელი და დასუფთავების ინვენტარი.

რჩევები, რომლებიც დაგეხმარებათ სამუშაოს ხარისხიანად შესრულებაში

  1. ინვენტარი უნდა იყოს სუფთა. იმისათვის, რომ არ დააზიანოთ ნივთები, გამოიყენეთ გამწმენდი საშუალებები, რომლებიც უკვე შემოწმებულია სხვადასხვა ზედაპირზე.

  2. გამოიყენეთ ხელსახოცები სამუშაოსა და ნივთის ზედაპირის ტიპის მიხედვით. ძალიან კარგი არჩევანია - მიკროფიბრა.

  3. გაიკეთეთ რესპირატორი ან ნიღაბი, რეზინის ან ბამბეულის ხელთათმანები. ეს დაიცავს თქვენს კანს და სასუნთქ ორგანოებს საყოფაცხოვრებო ქიმიისგან.

  4. დასუფთავების დაწყების წინ მოათავსეთ სარეცხ მანქანაში თეთრეული გასარეცხად, ჩაალბეთ ჭურჭელი წყალში, დააყარეთ ლაქებს გამწმენდი საშუალებები, შეიტანეთ სააბაზანოში მტვრიანი ხალიჩები და დაასხით წყალი მასში გაზავებული ფხვნილით. ამით დროს მოიგებთ.

  5. ხალიჩის გასაწმენდად გამოიყენეთ მტვერსასრუტი და არა ღრუბელი ან ხელსახოცი. უმჯობესია ხალიჩა გარეთ გაფერთხოთ და დასუფთავების დასრულების შემდეგ დააგოთ.

  6. დაალაგეთ და მოაწესრიგეთ ნივთები, აიღეთ ნაგავი.

  7. გადაწმინდეთ ზედაპირები ჯერ ნამიანი ხელსახოცით, შემდეგ კი მშრალით.

  8. დაიწყეთ ზემოდან დასუფთავება: ჭერი, პლაფონები და ჭაღები. შემდეგ გადაწმინდეთ ტუმბოები, კარადები და მაგიდები. იატაკი სჯობს მოწმინდოთ ბოლოს.

  9. დაასუფთავეთ სააბაზანოში მას შემდეგ, რაც დანარჩენ ოთახებს დაალაგებთ.

ყურადღება მიაქციეთ თქვენს გარეგნობას, რომ კოხტად გამოიყურებოდეთ, ისაუბრეთ თავაზიანად და პატივისცემით, არ შეაწუხოთ საუბრით. კონფლიქტურ სიტუაციაში შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ეცადეთ იპოვოთ კომპრომისი. დაიცავით ეთიკის ნორმები.

დასუფთავებისას არ შეიძლება:

  • შეკვეთის შესასრულებლად სხვა შემსრულებლის გაგზავნა;

  • შეკვეთაზე მისვლა უცხო ადამიანებთან ერთად;

  • შეკვეთაზე მისვლა ალკოჰოლური ან ნარკოტიკული თრობის მდგომარეობაში;

  • აპლიკაციაში შეკვეთის გაუქმება და ფაქტობრივად მისი შესრულება. ასეთი "გაუქმებების" გაკონტროლება მარტივია და არაკეთილსინდისიერ შემსრულებლებთან შეწყდება თანამშრომლობა;

  • სხვა კლიენტებზე საუბარი, მათი სახელებისა და გვარების ხსენება;

  • კარადებისა და ტუმბოების გაღება კლიენტის ნებართვის გარეშე;

  • პირადი ნივთების აღება და ინტერიერის საგნების გადაადგილება კლიენტის ნებართვის გარეშე;

  • სამუშაო ადგილის მიტოვება კლიენტის გაუფრთხილებლად და არასაპატიო მიზეზით.

ბოლოს კლიენტს შეუძლია შეაფასოს თქვენი მუშაობა. კარგი შეფასება ბევრად არის დამოკიდებული თქვენს თავაზიანობაზე და იმაზე, თუ რამდენად კეთილსინდისიერად შეასრულეთ დასუფთავება.

როგორ უნდა მოიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მიხვედით შეკვეთაზე, კლიენტი კი არ გამოდის კავშირზე

დაელოდეთ 5 წუთი. ამასობაში ეცადეთ დაუკავშირდეთ კლიენტს. ზარების რეკომენდებული რაოდენობა 4-დან იწყება. თუ არ გიპასუხათ, გახსენით «მენიუ» → «მოქმედება» → «შეკვეთის გაუქმება» → «კლიენტმა გააუქმა შეკვეთა». კომენტარში დაწერეთ «კლიენტი არ გამოდის კავშირზე».

ხელოსანი

კლიენტს შეუძლია შეუკვეთოს:

  • ელექტრიკოსის მომსახურება: როზეტის, ამომრთველის, ლამპარის დაყენება, ელექტროგაყვანილობის გაუმართაობის პოვნა და აღმოფხვრა.

  • სანტექნიკოსის მომსახურება: შემრევი ონკანის, ნიჟარის შეცვლა, გაჟონვის, გაჭედვის აღმოფხვრა, პირაპირების გერმეტიზაცია.

  • დახმარება რემონტთან დაკავშირებით: სარკის, სურათის, ფარდის ჯოხის, ტელევიზორის, კარადების, თაროების ჩამოკიდება.

ყურადღებით წაიკითხეთ კომენტარები შეკვეთაზე. ზოგჯერ საჭიროა სპეციალური ცოდნა.მაგალითად, როგორ შევარემონტოთ ან დავარეგულიროთ ელექტრონული ან სანტექნიკური სისტემები.

თან იქონიეთ:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

  • სპეცტანსაცმელი, თუ არის;

  • ცვალებადი ფეხსაცმელი;

  • ინსტრუმენტები.

რჩევები, რომლებიც დაგეხმარებათ სამუშაოს ხარისხიანად შესრულებაში

  1. გამოავლინეთ პრობლემა, შეაფასეთ მუშაობის მოცულობა და დასახეთ შესრულების გეგმა.

  2. თუ საჭიროა წყლის გადაკეტვა ან ელექტროენერგიის გათიშვა, აცნობეთ კლიენტს ამის შესახებ.

  3. დაიცავით უსაფრთხოების ზომები.

  4. იმუშავეთ აკურატულად. გაუფრთხილდით კლიენტის ქონებას.

  5. როდესაც დაამთავრებთ მუშაობას, მოაშორეთ ნაგავი.

ყურადღება მიაქციეთ თქვენს გარეგნობას, რომ კოხტად გამოიყურებოდეთ, ისაუბრეთ თავაზიანად და პატივისცემით, არ შეაწუხოთ საუბრით. კონფლიქტურ სიტუაციაში შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ეცადეთ იპოვოთ კომპრომისი. დაიცავით ეთიკის ნორმები.

შეკვეთის შესრულებისას არ შეიძლება:

  • შეკვეთის შესასრულებლად სხვა შემსრულებლის გაგზავნა;

  • შეკვეთაზე მისვლა უცხო ადამიანებთან ერთად;

  • შეკვეთაზე მისვლა ალკოჰოლური ან ნარკოტიკული თრობის მდგომარეობაში;

  • აპლიკაციაში შეკვეთის გაუქმება და ფაქტობრივად მისი შესრულება. ასეთი "გაუქმებების" გაკონტროლება მარტივია და არაკეთილსინდისიერ შემსრულებლებთან შეწყდება თანამშრომლობა;

  • სხვა კლიენტებზე საუბარი, მათი სახელებისა და გვარების ხსენება;

  • კარადებისა და ტუმბოების გაღება კლიენტის ნებართვის გარეშე;

  • პირადი ნივთების აღება და ინტერიერის საგნების გადაადგილება კლიენტის ნებართვის გარეშე;

  • სამუშაო ადგილის მიტოვება კლიენტის გაუფრთხილებლად და არასაპატიო მიზეზით.

ბოლოს კლიენტს შეუძლია შეაფასოს თქვენი მუშაობა. კარგი შეფასება ბევრად არის დამოკიდებული თქვენს თავაზიანობაზე და იმაზე, თუ რამდენად კეთილსინდისიერად შეასრულეთ შეკვეთა.

პირველი საათი ანაზღაურდება სრულად, შემდგომ — წუთობრივი ამგარიშსწორება. შეკვეთის დასრულებისას მიუთითეთ მთლიანი თანხა, რომელიც გადაიხადა კლიენტმა.

ინფორმაცია საკომისიოს შესახებ ნახეთ ნაწილში «საკომისიო».

მიწოდება

არის მიწოდების 2 ტარიფი: «გიყიდით და მოგიტანთ» და «კურიერი». ზოგიერთ ქვეყნებში ტარიფების სახელწოდებები შეიძლება განსხვავდებოდეს.

«გიყიდით და მოგიტანთ»

საჭიროა სურსათის, წამლების ან სხვა ნივთების ყიდვა და მიტანა.

მომსახურების ღირებულებაში შედის მაღაზიაში მისვლა და კარებამდე მიტანა.

რჩევები, რომლებიც დაგეხმარებათ შეკვეთის ხარისხიანად შესრულებაში:

  1. იყიდეთ საყიდელი მხოლოდ შემოწმებულ ადგილებში. არაფერი იყიდოთ მეტროში, სავაჭრო ცენტრის ფოიეში ან უბრალოდ ქუჩაში.

  2. თუ მაღაზიის მისამართი არ არის მითითებული, აირჩიეთ უახლოესი.

  3. თუ არ არის საჭირო საქონელი, დაუკავშირდით კლიენტს და განიხილეთ მისი შეცვლა.

  4. აუცილებლად აიღეთ ჩეკი. მასში დაბეჭდილი თარიღი უნდა ემთხვევოდეს შესყიდვის თარიღს.

«კურიერი»

საბუთების, ამანათების ან ნივთების გადატანა. საჭიროა გამგზავნისგან ამანათის აღება და მიმღებისთვის გადაცემა.

დააზუსტეთ ინფორმაცია ამანათის გაბარიტების და წონის შესახებ წინასწარ, სანამ მიხვალთ კლიენტის მისამართზე. თუ ამანათი არ თავსდება საბარგულში ან თქვენი ავტომობილის სალონში, აუხსენით კლიენტს უარის მიზეზი და გააუქმეთ შეკვეთა მიზეზით: «შეკვეთა გაფორმებულია არასწორად».

როდესაც მიხვალთ კლიენტთან, დაუკავშირდით მას და შეატყობინეთ, რომ ადგილზე ხართ.

თუ მითითებულია დანამატი «კარიდან კარამდე», მიდით გამგზავნთან, აიღეთ ამანათი და მიიტანეთ მიმღების ბინამდე ან ოფისამდე.

რჩევები, რომლებიც დაგეხმარებათ შეკვეთის ხარისხიანად შესრულებაში:

  1. შეამოწმეთ ამანათის შეფუთვა. თუ ის გახეულია, გახსნილია, დაზიანებულია, გადაუღეთ ამანათს სურათი გამგზავნის თანდასწრებით.

  2. თუ მიიღეთ ამანათი არა მაღაზიიდან, სთხოვეთ შემცველობის ჩვენება. ის უნდა შეესაბამებოდეს კომენტარებს შეკვეთაში.

  3. შეკვეთის შესასრულებლად თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

  4. თუ კლიენტამდე მისვლა შეზღუდულია, შეათანხმეთ შეხვედრის ადგილი.

  5. გირჩევთ, ლამაზად და მოწესრიგებულად გამოიყურებოდეთ, გამოიჩინოთ თავაზიანობა და პატივისცემა, არ მოახვიოთ თავს თქვენი საუბარი. კონფლიქტურ სიტუაციაში შეინარჩუნეთ სიმშვიდე და შეეცადეთ იპოვოთ კომპრომისი. თუ კლიენტი ითხოვს კომპენსაციას, შეატყობინეთ, რომ გადასცემთ ადმინისტრაციას, და დაწერეთ «უკუკავშირში». დაიცავით ეთიკის ნორმები.

არ შეიძლება:

  • შეკვეთის შესასრულებლად სხვა შემსრულებლის გაგზავნა;

  • შეკვეთაზე მისვლა ალკოჰოლური ან ნარკოტიკული თრობის მდგომარეობაში;

  • აპლიკაციაში შეკვეთის გაუქმება და ფაქტობრივად მისი შესრულება. ასეთი "გაუქმებების" გაკონტროლება მარტივია და არაკეთილსინდისიერ შემსრულებლებთან შეწყდება თანამშრომლობა;

  • სხვა კლიენტებზე საუბარი, მათი სახელებისა და გვარების ხსენება;

  • ამანათის გახსნა კლიენტის ნებართვის გარეშე;

  • ფულის, ძვირფასეულებების, ცხოველების, იარაღის, ნარკოტიკების, ასაფეთქებელი ნივთიერებების და სხვა საგნებისა და ნივთების გადატანა, რომლებიც აკრძალულია იმ ქვეყნის კანონებით, რომლის ტერიტორიაზეც ხორციელდება მომსახურება.

ბოლოს კლიენტს შეუძლია შეაფასოს თქვენი მუშაობა. კარგი შეფასება ბევრად არის დამოკიდებული თქვენს თავაზიანობაზე და იმაზე, თუ რამდენად კეთილსინდისიერად შეასრულეთ მიწოდება.

რა ვქნათ, თუ კლიენტი არ გამოდის კავშირზე

დაელოდეთ 5 წუთი. ამ დროის განმავლობაში შეეცადეთ დაუკავშირდეთ კლიენტს. ზარების რეკომენდებული რაოდენობა არანაკლებ ორი.

თუ ვერ ახერხებთ მიმღებთან დაკავშირებას, დაურეკეთ გამგზავნს და დააზუსტეთ, თუ რა უყოთ ამანათს. შესაძლოა, მოგიწიოთ ამანათის დაბრუნება ან მისი შენახვა უკუკავშირის მიღებამდე.

თუ არ არის პასუხი ზარებზე, შეკვეთის ეკრანზე დააჭირეთ «მოქმედება» → «შეკვეთის გაუქმება» → «კლიენტმა გააუქმა შეკვეთა». კომენტარებში დაწერეთ: «კლიენტი არ გამოდის კავშირზე».