წინამდებარე პოლიტიკით რეგლამენტირდება მობილური აპლიკაციის Taxsee Driver-ის მომხმარებელთა პერსონალური და სხვა კონფიდენციალური მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების წესი ინტერნეტის ქსელის მეშვეობით ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენების გზით. წინამდებარე პოლიტიკა წარმოადგენს ქველიცენზიის შეთანხმების განუყოფელ ნაწილს, რომელიც განთავსებულია ინტერნეტის ქსელში მისამართებზე https://taximaxim.com/ge/ka/?city=Tbilisi ან https://taximaxim.com/ge/en/?city=Tbilisi და მოქმედებს მასთან ერთად.

 

ზოგადი დებულებები

 

1. წინამდებარე პოლიტიკის ფარგლებში გამოიყენება შემდეგი ტერმინები:

1.1. პერსონალური მონაცემები — ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ეხება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს (პერსონალური მონაცემების სუბიექტს).

1.2. მობილური აპლიკაცია - ელექტრონული გამომთვლელი მანქანებისთვის განკუთვნილი პროგრამა Taxsee Driver, რომელიც ყენდება მომხმარებლის მოწყობილობაზე და იმართება მობილური ოპერაციული სისტემების iOS-ის, Android-ისა და Windows Phone-ის მეშვეობით. აღნიშნული პროგრამის საშუალებით ხდება მონაცემთა ბაზაზე მომხმარებლის წვდომის ავტომატიზირება.

1.3. საიტი — ელექტრონული გამომთვლელი მანქანებისთვის განკუთვნილი პროგრამებისა და საინფორმაციო სისტემაში არსებული სხვა ინფორმაციის ერთობლიობა, რომელზეც წვდომა უზრუნველყოფილია ინტერნეტის ქსელის საშუალებით დომენის სახელებითა და (ან) ქსელური მისამართებით, რაც იძლევა საიტების იდენტიფიცირების საშუალებას ინტერნეტის ქსელში. ინტერნეტის ქსელში უფლების მფლობელის საიტების მისამართებია: https://taximaxim.ge/en/driver/ ან https://taximaxim.ge/driver/ 

1.4. უფლების მფლობელი — პირი, რომელსაც ეკუთვნის საიტის გამოყენების, ასევე მობილური აპლიკაციის გამოყენებისა და გავრცელების უფლება და რომელიც ახორციელებს მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების დამუშავებას.

1.5. მომხმარებელი — პირი, რომელიც ახორციელებს მობილური აპლიკაციის გამოყენებას მარტივი (არაგანსაკუთრებული) ლიცენზიის პირობებით და აწვდის უფლების მფლობელს თავის პერსონალურ მონაცემებს.

1.6. შემკვეთი — პირი, რომელიც უფლების მფლობელს აწვდის ინფორმაციას მისთვის გადაყვანის/გადაზიდვის, საქონლის (ტვირთის) მიწოდების, ჩატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების ჩატარების მომსახურების გაწევის არსებული საჭიროების შესახებ.

1.7. პერსონალური მონაცემების დამუშავება — მონაცემთა დამუშავება − ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, კერძოდ, შეგროვება, ჩაწერა, ფოტოზე აღბეჭდვა, აუდიოჩაწერა, ვიდეოჩაწერა, ორგანიზება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება ან გამჟღავნება მონაცემთა გადაცემის, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით, დაჯგუფება ან კომბინაცია, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება;

1.8. პერსონალური მონაცემების ავტომატური დამუშავება — მონაცემთა ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით დამუშავება;

1.9. პერსონალური მონაცემების მიწოდება — მოქმედებები, რომლებიც მიმართულია განსაზღვრული პირისთვის ან პირთა განსაზღვრული წრისათვის პერსონალური მონეცემების გამჟღავნებისკენ.

1.10. პერსონალური მონაცემების დაბლოკვა — პერსონალური მონაცემების დამუშავების დროებითი შეწყვეტა (გარდა შემთხვევებისა, როდესაც დამუშავება აუცილებელია პერსონალური მონაცემების დასაზუსტებლად).

1.11. პერსონალური მონაცემების განადგურება — მოქმედებები, რომელთა შედეგად პერსონალური მონაცემების საინფორმაციო სისტემაში შეუძლებელი ხდება პერსონალური მონაცემების შემცველობის აღდგენა და (ან) რომელთა შედეგად ნადგურდება პერსონალური მონაცემების მატერიალური მატარებლები.

1.12. პერსონალური მონაცემების საინფორმაციო სისტემა — მონაცემთა ბაზაში არსებული პერსონალური მონაცემებისა და მათი დამუშავების უზრუნველმყოფი ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ტექნიკური საშუალებების ერთობლიობა.

1.13. Cookie ფაილები — მონაცემების ფრაგმენტი, რომელიც გაგზავნილია საიტის მიერ და ინახება კომპიუტერში, მობილურ ტელეფონზე ან სხვა მოწყობილობაზე, საიდანაც მომხმარებელი შედის საიტზე, და რომელიც ინახავს მონაცემებს მომხმარებლის მიერ საიტზე შესრულებული მოქმედებების შესახებ.

1.14. მოწყობილობის იდენტიფიკატორი — უნიკალური მონაცემები, რომელთა საშუალებით ხდება მომხმარებლის მოწყობილობის იდენტიფიცირება, რომელზეც დაყენებულია მობილური აპლიკაცია, და რომლებიც შეთავაზებულია თვითონ მოწყობილობის მიერ ან გამოთვლილია მობილური აპლიკაციით.

 

2. მომხმარებლის მიერ თავის მოწყობილობაზე მობილური აპლიკაციის დაყენება ან მობილური აპლიკაციის ნებისმიერი სხვა მეთოდით გამოყენება, ასევე საიტის გამოყენება ნიშნავს, რომ მომხმარებელი ეთანხმება წინამდებარე პოლიტიკის პირობებს, მათ შორის თავისი პერსონალური მონაცემების დამუშავებას უფლების მფლობელის მიერ იმ შემთხვევებში, როდესაც ასეთი თანხმობა მოითხოვება მოქმედი კანონმდებლობის დებულებებით.

 

პერსონალური მონაცემები

 

3. პერსონალური მონაცემების დამუშავებისას მომხმარებელს აქვს უფლება:

3.1. მიიღოს ინფორმაცია, რომელიც ეხება მისი პერსონალური მონაცემების დამუშავებას, მათ შორის ინფორმაცია, რომელიც შეიცავს:

3.1.1. პერსონალური მონაცემების დამუშავების ფაქტის დადასტურებას;

3.1.2. პერსონალური მონაცემების დამუშავების სამართლებრივ საფუძვლებსა და მიზნებს;

3.1.3. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზნებსა და გამოყენებად მეთოდებს;

3.1.4. ინფორმაციას იმ პირის დასახელებისა და ადგილმდებარეობის შესახებ, რომელიც ახორციელებს პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ინფორმაციას იმ პირების შესახებ (გარდა უფლების მფლობელის თანამშრომლებისა), რომლებსაც აქვთ წვდომა პერსონალურ მონაცემებზე ან რომლებსაც შეიძლება გაუმჟღავნდეთ პერსონალური მონაცემები უფლების მფლობელთან დადებული ხელშეკრულების ან მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე;

3.1.5. პერსონალურ მონაცემებს, რომლებიც მუშავდება და მიეკუთვნება პერსონალური მონაცემების შესაბამის სუბიექტს, მათი მიღების წყაროს, თუ ასეთი მონაცემების წარდმოგენის სხვა წესი არ არის გათვალისწინებული მოქმედი კანონმდებლობით;

3.1.6. პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადებს, მათ შორის მათი შენახვის ვადებს;

3.1.7. მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებების მომხმარებლის მიერ განხორციელების წესს;

3.1.8. ინფორმაციას მონაცემების განხორციელებული ან სავარუდო ტრანსსასაზღვრო გადაცემის შესახებ;

3.1.9. იმ პირის დასახელებას ან გვარს, სახელს, მამის სახელს და მისამართს, რომელიც უფლების მფლობელის დავალებით ახორციელებს პერსონალური მონაცემების დამუშავებას, თუ დამუშავება დავალებული აქვს ან ექნება დავალებული ასეთ პირს;

3.1.10. მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მონაცემებს.

3.2. მოითხოვოს უფლების მფლობელისგან მისი პერსონალური მონაცემების დაზუსტება, მათი დაბლოკვა ან განადგურება იმ შემთხვევაში, თუ პერსონალური მონაცემები არის არასრული, მოძველებული, არაზუსტი, უკანონოდ მიღებული ან არ არის აუცილებელი დამუშავების განცხადებული მიზნისთვის, ასევე მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები თავისი უფლებების დასაცავად.

3.3. გაასაჩივროს უფლების მფლობელის მოქმედება ან უმოქმედობა პერსონალური მონაცემების სუბიექტთა უფლებების დაცვის უფლებამოსილ ორგანოში ან სასამართლო წესით, თუ მომხმარებელი ვარაუდობს, რომ უფლების მფლობელი ახორციელებს მისი პერსონალური მონაცემების დამუშავებას მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევით ან სხვა გზით არღვევს მის უფლებებსა და თავისუფლებებს.

3.4. დაიცვას თავისი უფლებები და კანონიერი ინტერესები, მათ შორის მოითხოვოს სასამართლო წესით ზარალის ანაზღაურება და (ან) მორალური ზიანის კომპენსაცია.

4. პერსონალური მონაცემების დამუშავებისას უფლების მფლობელი კისრულობს ვალდებულებას:

4.1. წარუდგინოს მომხმარებელს მისივე თხოვნით შემდეგი ინფორმაცია:

4.1.1. პერსონალური მონაცემების დამუშავების ფაქტის დადასტურება;

4.1.2. პერსონალური მონაცემების დამუშავების სამართლებრივი საფუძვლები და მიზნები;

4.1.3. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზნები და გამოყენებადი მეთოდები;

4.1.4. თავისი დასახელება და ადგილმდებარეობა, ინფორმაცია იმ პირების შესახებ (გარდა თანამშრომლებისა), რომლებსაც აქვთ წვდომა პერსონალურ მონაცემებზე ან რომლებსაც შეიძლება გაუმჟღავნდეთ პერსონალური მონაცემები ხელშეკრულების ან მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე;

4.1.5. მომხმარებლის პერსონალურ მონაცემები, რომლებიც მუშავდება, მათი მიღების წყარო, თუ ასეთი მონაცემების წარმოდგენის სხვა წესი არ არის გათვალისწინებული მოქმედი კანონმდებლობით;

4.1.6. პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადები, მათ შორის მათი შენახვის ვადები;

4.1.7. მომხმარებლის მიერ მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებების განხორციელების წესი;

4.1.8. ინფორმაცია მონაცემების განხორციელებული ან სავარუდო ტრანსსასაზღვრო გადაცემის შესახებ;

4.1.9. იმ პირის დასახელება ან გვარი, სახელი, მამის სახელი და მისამართი, რომელიც უფლების მფლობელის დავალებით ახორციელებს პერსონალური მონაცემების დამუშავებას, თუ დამუშავება დავალებული აქვს ან ექნება დავალებული ასეთ პირს;

4.1.10. მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მონაცემები.

4.2. უზრუნველყოს ზომების მიღება მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებზე არასანქციონირებული წვდომის თავიდან ასაცილებლად.

4.3. გამოაქვეყნოს ან სხვა გზით უზრუნველყოს შეუზღუდავი წვდომა დოკუმენტზე, რომელიც განსაზღვრავს პოლიტიკას პერსონალური მონაცემების დამუშავების მიმართ, ასევე ინფორმაციაზე პერსონალური მონაცემების დაცვის მიმართ რეალიზებადი მოთხოვნების შესახებ.

 

5. მომხმარებლის პერსონალური მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების მიზანი არის ხელშეკრულების დადება (ქველიცენზიის შეთანხმება) მომხმარებელსა და უფლების მფლობელს შორის. პერსონალური მონაცემების შეგროვებისა და დამუშავებისას უფლების მფლობელი არ ისახავს სხვა მიზანს გარდა ქველიცენზიის შეთანხმების შესრულების მიზნისა.

 

6. მომხმარებლის პერსონალური მონაცემები ინახება ელექტრონულ მატარებლებზე და მუშავდება პერსონალური მონაცემების დამუშავების ავტომატიზირებული სისტემების გამოყენებით.

 

7. უფლების მფლობელი აგროვებს და ამუშავებს მომხმარებლის შემდეგ პერსონალურ მონაცემებს:

7.1. გვარს, სახელს;

7.2. დაბადების თარიღს;

7.3. სააბონენტო ტელეფონის ნომერს;

7.4. ფოტოგრაფიულ გამოსახულებას;

7.5. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის სერიას, ნომერს და გაცემის თარიღს;

7.6. სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომერს.

7.7. უფლების მფლობელის მიერ მომხმარებლის პერსონალური მონაცემები ნადგურდება მობილურ აპლიკაციაში რეგისტრაციის მომენტიდან 24 საათის განმავლობაში. მომხმარებლის რეგისტრაციის შემდეგ, მის მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები არ ინახება და შემდეგში არ გამოიყენება, უფლების მფლობელი არ ინახავს, არ ამუშავებს, არ გამოიყენებს მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს და არ არის პერსონალური მონაცემების დამმუშავებელი.

8. მომხმარებლის პერსონალური მონაცემების განადგურება ხორციელდება მათი შემდგომი აღდგენის შესაძლებლობის გარეშე.

9. უფლების მფლობელი იყენებს და ინახავს მომხმარებლის შემდეგ მონაცემებს, რომლებიც არ წარმოადგენს პერსონალურ მონაცემებს და არ იძლევა მომხმარებლის იდენტიფიცირების საშუალებას:

9.1. სატრანსპორტო საშუალების მარკა, მოდელი და ფერი;

9.2. სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სარეგისტრაციო ნიშნის ციფრული ნაწილი;

9.3. სახელი.

 

10. მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებზე წვდომა აქვთ მხოლოდ უფლების მფლობელის თანამშრომლებს. უფლების მფლობელი არ ავრცელებს მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს, ასევე არ აძლევს მათზე წვდომას მესამე პირებს მომხმარებლის წინასწარი თანხმობის გარეშე, გარდა შემთხვევებისა, როდესაც პერსონალური მონაცემების მიწოდება ხდება უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების მოთხოვნით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

11. მომხმარებლის პერსონალური მონაცემებზე არასანქციონირებული წვდომის თავიდან ასაცილებლად უფლების მფლობელი მიმართავს შემდეგ ზომებს:

11.1. ნიშნავს თანამშრომლებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან პერსონალური მონაცემების დამუშავების ორგანიზებაზე;

11.2. მიმართავს ორგანიზაციულ და ტექნიკურ ზომებს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, კერძოდ:

11.2.1. განსაზღვრავს საშიშროებას, რომელიც შეიძლება დაემუქროს პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებას მათი დამუშავებისას პერსონალური მონაცემების საინფორმაციო სისტემებში;

11.2.2. ორგანიზებას უწევს შენობის (სათავსების) უსაფრთხოების უზრუნველყოფის რეჟიმს, სადაც განთავსებულია საინფორმაციო სისტემა, რითაც წინააღმდეგობას უქმნის ამ შენობებში (სათავსებში) იმ პირთა არაკონტროლირებად შეღწევას ან ყოფნას, რომლებსაც არ აქვთ აღნიშნულ შენობებში (სათავსებში) შესვლის უფლება.

11.2.3. უზრუნველყოფს პერსონალური მონაცემების მატარებლების დაცულობას;

11.2.4. ამტკიცებს პირთა ჩამონათვალს, რომლებსაც აქვთ წვდომა პერსონალურ მონაცემებზე, რაც აუცილებელია მათ მიერ სამსახურეობრივი (შრომითი) მოვალეობების შესასრულებლად;

11.2.5. იყენებს ინფორმაციის დაცვის საშუალებებს, რომლებიც აუცილებელია პერსონალურ მონაცემებზე არასანქციონირებული წვდომის თავიდან ასაცილებლად;

11.2.6. შეფასებას აძლევს პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიღებული ზომების ეფექტურობას;

11.2.7. უზრუნველოფს პერსონალურ მონაცემებზე არასანქციონირებული წვდომის ფაქტების აღმოჩენას და ზომების მიღებას;

11.2.8. აღადგენს პერსონალურ მონაცემებს, რომლებიც მოდიფიცირებული და განადგურებული იყო მათზე არასანქციონირებული წვდომის შედეგად (ასეთი აღდგენის ტექნიკური შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში);

11.2.9. ადგენს იმ პერსონალურ მონაცემებზე წვდომის წესებს, რომლებიც მუშავდება პერსონალური მონაცემების საინფორმაციო სისტემაში;

11.2.10. ახორციელებს კონტროლს პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიღებულ ზომებსა და პერსონალური მონაცემების საინფორმაციო სისტემების დაცულობის დონეზე.

12. მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს უფლების მფლობელისგან მისი პერსონალური მონაცემების დაზუსტება (აქტუალიზაცია), მათი დაბლოკვა ან განადგურება იმ შემთხვევაში, თუ პერსონალური მონაცემები არის არასრული, მოძველებული, არაზუსტი, უკანონოდ მიღებული ან არ არის აუცილებელი მათი დამუშავების განცხადებული მიზნისთვის, ასევე უარი განაცხადოს თანხმობაზე (რომელიც მან მისცა თავისი პერსონალური მონაცემების დასამუშავებლად) სერვისისთვის წერილობითი ფორმით შესაბამისი მოთხოვნის ფოსტით გაგზავნის გზით და ჩაბარების დასტურით ან მისი პირადი მიწოდებით სერვისის ადგილმდებარეობის მიხედვით. უფლების მფლობელის ფილიალების მისამართები მითითებულია საიტის შესაბამის განყოფილებაში. აღნიშნული მოთხოვნა უნდა შეიცავდეს მომხმარებლის ან მისი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი ძირითადი დოკუმენტის ნომერს, ინფორმაციას აღნიშნული დოკუმენტის გაცემის თარიღისა და მისი გამცემი ორგანოს შესახებ, მომხმარებლის საცხოვრებელი ადგილის მისამართს, ინფორმაციას, რომელიც ადასტურებს მომხმარებლის მონაწილეობას უფლების მფლობელთან ურთიერთობაში (მომხმარებლის ID-ნომერი), ან ინფორმაციას, რომელიც სხვაგვარად ადასტურებს პერსონალური მონაცემების დამუშავების ფაქტს, მოთხოვნას მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დაზუსტების, დაბლოკვის ან განადგურების შესახებ ან შეტყობინებას პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობაზე უარის შესახებ და მომხმარებლის ან მისი წარმომადგენლის ხელმოწერას. უფლების მფლობელი ვალდებულია გასცეს მოტივირებული პასუხი მომხმარებლის მოთხოვნის არსთან დაკავშირებით მისი მიღებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში.

 

გეოლოკაციური მონაცემები

 

13. მობილური აპლიკაციის მეშვეობით უფლების მფლობელი იღებს მონაცემებს მომხმარებლის ადგილმდებარეობის შესახებ (გეოლოკაციური მონაცემები). გეოლოკაციური მონაცემები გადაეცემა უფლების მფლობელს მხოლოდ მობილური აპლიკაციის გამოყენების დროს. მომხმარებელს შეუძლია საკუთარი შეხედულებისამებრ აკრძალოს გეოლოკაციური მონაცემების გადაცემა თავისი მობილური მოწყობილობის შესაბამისი პარამეტრების შეცვლის გზით, თუმცა ამას შეიძლება მოყვეს მობილური აპლიკაციის გამოყენების შეუძლებლობა.

 

14. შემკვეთისთვის სატრანსპორტო საშუალების გამოძახების, ტვირთის გადაზიდვის, ჩატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების განხორციელების საჭიროების რეალიზაციის მიზნით, უფლებამფლობელს შეუძლია მიაწოდოს შემკვეთს მონაცემები მომხმარებლის ადგილმდებარეობის შესახებ.

 

საგადახდო მონაცემები

 

15. უნაღდო ანგარიშსწორებით საბანკო ბარათების გამოყენებით სალიცენზიო გასამრჯელოს გადახდის შესაძლებლობის მისაღებად, მომხმარებელმა მობილურ აპლიკაციაში უნდა მიუთითოს შემდეგი მონაცემები:

15.1. საბანკო ბარათის ნომერი;

15.2. საბანკო ბარათის მოქმედების ვადა;

15.3. საბანკო ბარათის მფლობელის გვარი და სახელი;

15.4. საბანკო ბარათის დამცავი კოდი.

16. უნაღდო ანგარიშსწორებით გადახდა საბანკო ბარათების გამოყენებით ხორციელდება საერთაშორისო საგადახდო სისტემების წესების შესაბამისად გადახდის შესრულების უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის დაცვის პრინციპებით. მომხმარებლის მიერ წარმოდგენილი მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველყოფა ხდება საგადახდო ბარათების ინდუსტრიის მონაცემების უსაფრთხოების სტანდარტების (Payment Card Industry Data Security Standard) მოთხოვნებთან პროცედურების შესაბამისად და არავის შეუძლია მათი მიღება, მათ შორის არც უფლების მფლობელს. საბანკო ბარათის მონაცემების შეყვანა ხორციელდება იმ ბანკი ეკვაიერის დაცულ საგადახდო გვერდზე, რომელიც უზრუნველყოფს მომსახურების უნაღდო ანგარიშსწორებით ანაზღაურების შესაძლებლობას.

17. პირად ანგარიშზე არსებული ფულადი სახსრების გამოტანის განსახორციელებლად, მომხმარებელი აწვდის უფლების მფლობელს მონაცემებს ბანკში გახსნილი ანგარიშის შესახებ და სხვა მონაცემებს, რომლებიც აუცილებელია ფულადი სახსრების გადასარიცხად, მათ შორის მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს, კერძოდ:

17.1. ბანკის კოდი;

17.2. მიმღების ანგარიშის ნომერი;

17.3. მიმღების გვარი, სახელი;

17.4. ანგარიშის ნომერი;

 

18. მონაცემები, რომლებიც მომხმარებლის მიერ წარმოდგენილია პირად ანგარიშზე არსებული ფულადი სახსრების გამოტანის მიზნით, არ აძლევს უფლების მფლობელს არანაირი ოპერაციის წარმოების საშუალებას, გარდა მომხმარებლის საბანკო ანგარიშზე ფულადი სახსრების ჩარიცხვის ოპერაციებისა.

 

Cookie ფაილები

 

19. უფლების მფლობელის მიერ შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი ტიპის Cookie ფალები:

19.1. მკაცრად აუცილებელი Cookie ფაილები. ეს Cookie ფაილები საჭიროა საიტზე გადააადგილებისა და მოთხოვნილი ინფორმაციის გამოყენებისათვის. ამ ტიპის Cookie ფაილები გამოიყენება მომხმარებლის რეგისტრაციისა და სისტემაში შესვლის დროს. მათ გარეშე მომხმარებლის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია მიუწვდომელია. მოცემული Cookie ფაილები არის ძირითადი და შეიძლება იყოს როგორც მუდმივი, ისე დროებითი. ამ ტიპის Cookie ფაილების გამოყენების გარეშე საიტი სათანადოდ ვერ მუშაობს.

19.2. საექსპლუატაციო Cookie ფაილები. ეს Cookie ფაილები აგროვებენ სტატისტიკურ მონაცემებს საიტის გამოყენების შესახებ. მოცემული ფაილები არ ღებულობენ მომხმარებლის პირად ინფორმაციას. Cookie ფაილების მიერ შეგროვილ მთელ ინფორმაციას აქვს სტატისტიკური ხასიათი და არის ანონიმური.

ამ Cookie ფაილების გამოყენების მიზანია:

19.2.1. საიტების გამოყენების სტატისტიკის მიღება;

19.2.2. სარეკლამო კამპანიების ეფექტურობის შეფასება.

მოცემული Cookie ფაილები არის მუდმივი და დროებითი, ასევე შეიძლება მიეკუთვნებოდეს როგორც ძირითადს, ისე სხვა Cookie-ს.

19.3. ფუნქციონალური Cookie ფაილები. Cookie ფაილების ეს ტიპი გამოიყენება მომხმარებლის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის დასამახსოვრებლად (როგორიცაა მომხმარებლის სახელი, ენა ან ადგილმდებარეობა). მოცემული ფაილები გამოიყენებენ ანონიმურ ინფორმაციას და არ აკონტროლებენ მომხმარებლის ქმედებებს სხვა საიტებზე. ამ Cookie ფაილების გამოყენების მიზანია:

19.3.1. მონაცემების დამახსოვრება იმის შესახებ, მიეწოდებოდა თუ არა ადრე მომხმარებელს რაიმე ინფორმაცია;

19.3.2. მთლიანად საიტთან ურთიერთქმედების ხარისხის გაზრდა მომხმარებლის მიერ არჩეული უპირატესობების გათვალისწინებით.

მოცემული Cookie ფაილები არის მუდმივი და დროებითი, ასევე შეიძლება მიეკუთვნებოდეს როგორც ძირითადს, ისე სხვა Cookie-ს.

19.4. სარეკლამო Cookie ფაილები. Cookie ფაილების ეს ტიპი გამოიყენება რეკლამის ნახვის რაოდენობის შესამცირებლად, ასევე სარეკლამო კამპანიების ეფექტურობის შესაფასებლად. სარეკლამო Cookie ფაილები გამოიყენება საიტზე სარეკლამო მასალების სამართავად. სარეკლამო Cookie ფაილები თავსდება მესამე პირების მიერ — მაგალითად, რეკლამის დამკვეთებისა და მათი აგენტების მიერ. ეს ფაილები შეიძლება იყოს როგორც მუდმივი, ისე დროებითი. ისინი დაკავშირებულია საიტზე სხვა კომპანიების მიერ წარმოდგენილ რეკლამასთან.

 

20. Cookie ფაილების დაბლოკვა ან წაშლა, ასევე მათი მოქმედების შეზღუდვა შეიძლება ბრაუზერის პარამეტრებში, რომლითაც სარგებლობს მომხმარებელი.

 

მონაცემები მომხმარებლის მოწყობილობის შესახებ

 

21. მობილური აპლიკაციის მეშვეობით უფლების მფლობელი იღებს მონაცემებს მომხმარებლის მოწყობილობის შესახებ, მასზე დაყენებული აპლიკაციებისა და ინტერნეტ-კავშირის შესახებ. აღნიშნულ კატეგორიას მიეკუთვნება ინფორმაცია მოწყობილობის მოდელის, ოპერაციული სისტემის შესახებ, ბრაუზერის მონაცემები, IP-მისამართი და მოწყობილობის იდენტიფიკატორები.

 

22. მომხმარებლის მოწყობილობის შესახებ შეგროვებადი მონაცემები არ შეიცავენ მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს.

 

23. მომხმარებლის მოწყობილობის შესახებ ინფორმაციის შეგროვების მიზანია მობილური აპლიკაციის მომხმარებელთა შიდა აღრიცხვა, ასევე მისი მუშაობის გაუმჯობესება.

 

 

მონაცემები ფიჭური კავშირის ოპერატორის შესახებ

 

24. მობილური აპლიკაციის მეშვეობით უფლების მფლობელი იღებს მონაცემებს ოპერატორის შესახებ, რომელიც მომხმარებელს აწვდის მოძრავი სატელეფონო კავშირის (ფიჭური კავშირის) მომსახურებას.

 

25. შეგროვებადი მონაცემები ფიჭური კავშირის ოპერატორის შესახებ არ შეიცავენ მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს.

 

26. ფიჭური კავშირის ოპერატორის შესახებ ინფორმაციის შეგროვების მიზანი არის მობილური აპლიკაციის პარამეტრებში მომხმარებლის ადგილმდებარეობის ქვეყნისა და მობილური აპლიკაციის ინტერფეისის ენის შესახებ მონაცემების ავტომატური დაყენება.

 

შეკვეთების ისტორია

 

27. უფლების მფლობელი ინახავს მომხმარებლის მიერ შესრულებული შეკვეთების ისტორიას, კერძოდ, შეკვეთის შესრულების დაწყების დროს, ავტომობილის მიწოდების ადგილის მისამართს, მარშრუტის შუალედურ და საბოლოო მისამართებს, გამოყენებად ტარიფს, გადახდის მეთოდს და შემკვეთის მიერ მითითებულ სხვა მონაცემებს.

 

28. შეკვეთების ისტორიის შესახებ ინფორმაციის შეგროვების მიზანია პროგრამულ-აპარატულ კომპლექსში შემკვეთის შეკვეთის შეტანის შესაძლებლობის ხარისხის გაუმჯობესება შეკვეთის პარამეტრების ავტომატური შევსების გზით ადრე წარმოდგენილი მონაცემების გამოყენებით, რაც იძლევა შეკვეთის შექმნის დროის შემცირების საშუალებას.